Ecoman

მოკლე მიმოხილვა:

ევროკავშირის დირექტივიდან გამომდინარე, ვინაიდან საქართველოში ძალიან სუსტად რეგულირდება ნარჩენების უტილიზაცია, 2014 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი ნარჩენების მართვის შესახებ "ნარჩენების მართვის კოდექსი".

ყველა იურიდიულ/ფიზიკურ პირს, რომლის საქმიანობის შედეგადაც წლის განმავლობაში წარმოიქმნება 120კგ ან მეტი სახიფათო ნარჩენი, კოდექსი ავალდებულებს:

  • დანიშნოს გარემოსდაცვითი მმართველი 2016 წლის 1-ელ თებერვლამდე - (ჯარიმა 200 ლარი);
  • წარადგინოს ნარჩენების პირველადი ინვენტარიზაცია 2016 წლის 1-ელ აგვისტომდე - (ჯარიმა 250 ლარი);
  • აწარმოოს ყოველთვიური აღრიცხვა-ანგარიშგება 2016 წლის 1-ლი აგვისტოდან;
  • წარადგინოს ნარჩენების მართვის გეგმა 2016 წლის 31 დეკემბრამდე - (ჯარიმა 250 ლარი);

ვინაიდან ნებისმიერი სახის სამედიცინო ნარჩენი კლასიფიცირდება სახიფათო ნარჩენად, ყველა კლინიკას ეკისრება ზემოაღნიშნული ვალდებულებები.

ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ნარჩენების წარმომქმნელი იურიდიული/ფიზიკური პირები ჯარიმდებიან ჩამონათვალში მითითებული ოდენობებით. ჯარიმა არ ათავისუფლებს კომპანიას მოვალეობის შესრულებისგან. პირებს მიეცემათ დარღვევის გამოსწორების გონივრული ვადა (სავარაუდოდ 1 თვე), რის შემდეგაც ჯარიმა გაორმაგდება.

მიუხედავად იმისა, რომ კლინიკების უმეტესობას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება უტილიზაციის სამსახურთან, რომელსაც გააქვს ნარჩენები, კოდექსი დამატებით ავალდებულებს კლინიკებს ნარჩენების აღრიცხვა-ანგარიშგებას.

ნარჩენები კლასიფიცირდება სამ სახეობად არასახიფათო, ინერტული და სახიფათო. სამედიცინო ნარჩენები გადის სახიფათო ნარჩენების კლასიფიკაციაში.

ნარჩენების მართვის კოდექსი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: ნარჩენების მართვის კოდექსი

ჩვენი სერვისი:

ვინაიდან, ჩვენი კომპანია ფლობს მრავალწლიან გამოცდილებას გარემოსდაცვით საკითხებში, შეგვიძლია დაგეხმაროთ ნარჩენების მართვის კოდექსთან დაკავშირებულ ყველა მოვალეობის შესრულებაში.

ჩვენს თანამშრომლებს გავლილი აქვთ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული ტრეინინგის კურსები ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით და ფლობენ შესაბამის სერთიფიკატს.

ტრეინინგისა და გამოცდილების საფუძველზე ჩვენ:

  • მოგაწვდით კანდიდატურას გარემოსდაცვითი მმართველის დასანიშნად;
  • დაგიმზადებთ პირველადი ინვენტარიზაციის დოკუმენტს;
  • მოგაბამთ კადრს ყოველთვიური აღრიცხვა-ანგარიშგების საწარმოებლად;
  • დაგიმზადებთ ნარჩენების მართვის გეგმას.

ერთწლიანი ან ერთჯერადი ხელშეკრულების საფუძველზე, ჩვენ ავიღებთ ვალდებულებას ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შევასრულოთ ყოველი თქვენდამი დაკისრებული მოვალეობა ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად. ნარჩენების მართვა მრავალ განსხვავებულ პროცედურას მოიცავს. ერთი წლის გასვლის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ თავად ისწავლოთ დოკუმენტების მომზადება ან განაგრძოთ ჩვენთან თანამშრომლობა.

ჩვენ გავხდებით თქვენი კონსულტანტი კომპანია გარემოსდაცვით საკითხებში და თქვენ აღარ მოგიწევთ ერთ-კვირიანი (570 ლარი ღირებულების) ტრეინინგის გავლა, დოკუმენტაციის მომზადებაზე დროის ხარჯვა და ვალდებულებების შესასრულებელი თარიღების გაკონტროლება, ამას ჩვენ გავაკეთებთ. თქვენ აკეთეთ საქმე, რომელშიც ხართ პროფესიონალი, ნარჩენების მართვა კი ჩვენ მოგვანდეთ.

დაგვიკავშირდით ტელეფონით:

თბილისი: +995 598 25 82 25 - თორნიკე
ქუთაისი: +995 574 12 07 07 - დავითი
ელ. ფოსტა: ecomangeo@gmail.com