შპს „ეკომენ“ დაარსდა 2016 წელს მარტივი საჭიროებით, რომ დაეკმაყოფილა საქართველოში ახლად გაჩენილი ნიშის მოთხოვნები. როგორც კი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ შემოიღო ახალი კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსი“ ქართულ კომპანიათა შორის გაჩნდა მწყურვალე მოთხოვნა ეკოლოგიურ საკონსულტაციო მომსახურეობაზე. კომპანიებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყეს ძებნა სანდო, პასუხისმგებლობიანი პარტნიორისა, რომელიც დაეხმარებოდა მათ ან სრულ პასუხისმგებლობას აიღებდა ნარჩენების ეფექტური მართვის საკითხზე. ჩვენი კომპანია აღჭურვილია პროფესიონალებით, რომელთაც ოც წელზე მეტი გამოცდილება აქვთ ჯანდაცვის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვით საკითხებში.
ჩვენი მთავარი ღირებულებებია საიმედოობა, სწორი დროის მართვა და მომხმარებლებისთვის კომფორტის შექმნა. ჩვენი ცოდნითა და საქმისადმი დამოკიდებულებით მოხარულნი ვართ გავუწიოთ ქართულ კომპანიებს საუკეთესო ხარისხის მომსახურება გარემოსდაცვით საკითხებში.
მიუხედავად იმისა, რომ გარემოსდაცვითი საკითხები შედარებით ახალია ქართული რეალობისთვის, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ღირსეულად ვითამაშებთ საჭირო როლს ქვეყნის გარდაქმნაში პასუხისმგებლობიან და გარემოზე მზრუნავ ორგანიზმში, რომლის ღირებულებები დაფუძნებულია გრძელ-ვადიან პერსპექტივებზე ნაცვლად მოკლე-ვადიანი გათვლებისა. ჩვენი მიზნები მოიცავს საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების ათვისების წახალისებას როგორც სერვისის ასევე წარმოების დარგებში.
სფეროს განვითარებასთან ერთად შპს ეკომენ ცდილობს ფეხი აუწყოს ტემპს და შესთავაზოს მომხმარებლებს მზარდი მომსახურეობათა სპექტრი. ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს მსგავსი ღირებულებებით რათა ერთობლივად მივიღოთ მონაწილეობა უწყვეტ მცდელობაში გავხადოთ მსოფლიო უკეთესი. ჩვენ მოხარული ვართ ვემსახუროთ ქართულ კომპანიებს და დავეხმაროთ მათ იზრუნონ გარემოზე ისე როგორც ზრუნავენ შედარებით განვითარებული ქვეყნების წარმომადგენლები.
ჩვენმა კომპანიამ მოღვაწეობა დაიწყო სერვისის მიწოდებით, თუმცა კონკურენტულმა გარემომ გვაიძულა სწრაფად მოვრგებოდით მომხმარებელთა მზარდ მოთხოვნებს და შეგვეთავაზებინა მათთვის მეტი ვიდრე სერვისი. ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ კომფორტს. ჩვენთან ერთად შეგიძლიათ უსაფრთხოდ გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა და იყოთ დარწმუნებული, რომ არცერთი ახალი რეგულაცია და კანონი არ დაგატყდებათ თავს გაუფრთხილებლად. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან მჭიდრო კავშირის საფუძველზე ჩვენს მომხმარებლებს ვაწვდით ყოველ სიახლეს გარემოსდაცვით საკითხებში. ჩვენ გასწავლით და დაგეხმარებით თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში თქვენს სფეროში რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ზიანი გარემოს მიმართ.
იფიქრეთ და მოიქეცით პსუხისმგებლობით, გაუფრთხილდით გარემოს!
უყურეთ შპს "ეკომენის" დამფუძნებლების ინტერვიუს TV-Pirveli-ის საქმიანი დილის გადაცემაში:
ჩვენ დაგეხმარებით პროექტისთვის საჭირო ნებართვებისა და თანხმობების მოპოვებაში.